საზოგადოება
მოვუწოდებ ირაკლი პეტრიაშვილს, რომ თვითონ დაჯდეს საშიმშილოდ! - დაჩი ცაგურია

    საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. ”საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს პროვოკაციაში ადანაშაულებს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იმ მუშას, მას ახლავე შეუძლია, რომ გამოცხადდეს სამსახურში და შეუდგეს თავის სამსახურებრივ მოვალეობას. მე მზად ვარ, ამ წუთსაც შევხვდე მას, წავიყვანო და დავარწმუნო, რომ ნამდვილად არსებობს იქ როგორც საცხოვრებელი პირობები, ისე ტრანსპორტი. ერთიღა არის დარჩენილი რკინიგზის თანამშრომელი, რომელიც ახლა შიმშილობს. დანარჩენი ადამიანები არიან ირაკლი პეტრიაშვილის პროფკავშირში დასაქმებულები.
მე მოვუწოდებ ირაკლი პეტრიაშვილს, რომ თვითონ დაჯდეს საშიმშილოდ, თუ ეგრეა და დაანებოს ამ ხალხს თავი და თავის დასაქმებულებს ნუ მიგზავნის და ნუ აგზავნის საშიმშილოდ“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
ცნობისთვის: რკინიგზელები პროტესტი გრძელდება, აქციის 11 მონაწილე შიმშილობს. მოშიმშილე რკინიგზელების მოთხოვნები უცვლელია, ისინი  კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსების გადადგომა და საკუთარი შრომითი უფლებების აღდგენას ითხოვენ.