პოლიტიკა
საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „დიდი ფიქრის შემდეგ, გავითვალისწინე ჩემთვის საპატივცემულო ადამიანების თხოვნა და გადავწყვიტე, კენჭი ვიყარო თიანეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე. ამ გადაწყვეტილების მოტივებზე ვისაუბრებ მოგვიანებით. კარგი ხალხის მხარდაჭერაზე უარს არ ვიტყვი. კანდიდატურის მოხსნა გამორიცხულია", - წერს მეჭიაური თავის Facebook-გვერდზე.