აქტუალური
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბაქოში სექტემბრის პირველ დეკადაში გაიმართება

    საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. წინასწარი ინფორმაციით, ელმარ მამედიაროვის, მევლუთ ჩავუშოღლუსა და მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა სექტემბრის პირველ ნახევარშია ჩანიშნული. ამჟამად თარიღი ზუსტდება.
სამი ქვეყნის საგარეო უწყების მეთაურები ბაქოში იმსჯელებენ რეგიონული დღის წესრიგის საკითხებზე, სამმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე პროექტებზე, რომლებსაც სამი ქვეყანა ახორციელებს.
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა 2012 წლის 8 ივნისს ჩატარდა. მაშინ ხელი მოეწერა ტრაპიზონის დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში. მას შემდეგ შეხვედრები წელიწადში ორჯერ რეგულარულად ტარდება.