უცხოეთი
ამერიკული ნაღმმზიდი „ჯონ მაკკეინი“ სავაჭრო ხომალდს შეჯახა

     საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. მერიკული სარაკეტო ნაღმმზიდი „ჯონ მაკკეინი“, რომელსაც სახელი „რესპუბლიკელი“ სენატორის, ჯონ მაკკეინის ბაბუის საპატივცემულოდ ეწოდა, მალაკის სრუტეში სავაჭრო ხომალდს შეეჯახა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ინციდენტის შედეგად, რომელიც დღეს, 21 აგვისტოს გამთენიისას მოხდა, უგზოუკვლოდ დაკარგულია ათი ადამიანი.
ამერიკის მე-7 ფლოტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ხომალდი Alnic MC სინგაპურის პორტისკენ მიცურავდა.
წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია ნაღმმზიდის ცხვირი, არიან დაშავებულები.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით:
"ამ დროისათვის ათი მეზღვაური უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, ხუთი კი დაშავებულია."
ხოლო, რაც შეეხება სავაჭრო ხომალდს, გავრცელებული ინფორმაციით, მისი ეკიპაჟიდან არავინ დაშავებულა.