პოლიტიკა
საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. ბურჯანაძის პარტია "დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და კუკავას პარტია „თავისუფალმა საქართველომ" მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატები დაასახელეს. გაერთიანებული პარტიების მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის კი - დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ძალებმა პარტიული ინტერესები ერთიანობისთვის გადადეს უკან (ძალიან უკან, ისე, რომ არც ჩანს! - საქინფორმი). „ჩვენი ოპოზიციური ერთობისთვის კარი კვლავ ღიაა. ეს არ ეხება „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
კახა კუკავას თქმით, ამომრჩევლებს უახლოეს დღეებში ეროვნულ პროგრამას წარუდგენენ.