რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ფერისცვალების დღესასწაულზე(19.08.2017)

    საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი.
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
ჩვენთან არს ღმერთი
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ფერისცვალებას. უფალმა იცვალა ფერი, რათა ეჩვენებინა მოწაფეებისათვის(მოციქულებისათვის), თუ რა  ძალა არსებობდა მათ წინაშე. ფერისცვალება იყო იმისთვისაც, რომ უფრო მეტად განმტკიცებულიყო მათი რწმენა. პეტრემ როცა დაინახა ფერისცვალებული მაცხოვარი და მოსე და ილია, მიმართა უფალს: ,,კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფა, ვქმნეთ სამ ტალავარ, ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ილიასა“. ის არ ფიქრობდა თავის თავზე, მოციქულებზე, სამი ტალავარი თუ იქნებოდა, ისინიც იქ იქნებოდნენ ამ დიდების დიდებაში.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ადამიანმაც უნდა ფერი იცვალოს; ფერისცვალება შესაძლებელია მისთვის ღვთის ძალითა და მადლით.
ჩვენ ვაჯილდოებთ რამდენიმე სასულიერო პირს.
არქიმანდრიტი იოანე ხელაია დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
არქიმანდრიტი ანდრია ლაცაბიძე დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
დეკანოზი გაბრიელ გიგაური დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!
დეკანოზი ანდრია ბაღაშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
კიდევ ერთხელ ყვველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.
განსაკუთრებულად ვულოცავ ამ წმინდა მონასტერს.
ინებოს უფალმა, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ ამით უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რათა იყოს ერთი მწყემსი და ჩვენ ვიყოთ სამწყსო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ჩვენთან არს ღმერთი.”