საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. შეთანხმებები ხელმოწერილი იქნა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ფომინის და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის ანატოლი ხრულიოვის შეხვედრაზე.
„ხელმოწერილია კონტრაქტები აფხაზეთის მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის შესახებ. აღნიშნული სამუშაო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, რომელიც აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას ითვალისწინებს“, - იუწყებიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტში.
დეპარტამენტში ასევე აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე განიხილებოდა „აფხაზეთში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზის ფუნქციონირებისა და ერთობლივი რუსულ-აფხაზური შეიარაღებული ქვედანაყოფის შექმნის საკითხებიც“.