სამართალი
საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული კ.ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 123 აბი და 5 ნატეხი სუბოქსინი, ასევე, 1 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.