უცხოეთი
ტრამპი: პროტესტი ქვეყნის გაერთიანებაში დაგვეხმარება

    საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმიაშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები გაყოფილი ქვეყნის გაერთიანებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„ჩვენი დიდებული ქვეყანა ათეული წლებია გახლეჩილია. ზოგჯერ განკურნებისთვის პროტესტია საჭირო და ჩვენ განვიკურნებით და გავძლიერდებით. მე ტაშს ვუკრავ ბოსტონში გამართული საპროტესტი მსვლელობის მონაწილეებს, რომლებიც მოუთმენლობის და სიძულვილის წინააღმდეგ გამოვიდნენ,“- დაწერა ტრამპმა.
ბოსტონში მემარცხენე და მემარცხენე ძალების საპროტესტო აქციები გაიმართა.
18 აგვისტოს ამერიკელმა მსახიობმა არნოლდ შვარცნეგერმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და ნეონაცისტების მიტინგი დაგმო. მან მოუწოდა პრეზიდენტ ტრამპს შარლოტსვილში მიმდინარე პროცესების გამო განცხადება გააკეთოს და ტექსტიც შესთავაზა: მე უარს ვამბობ რასისტების მხარდაჭერაზე. ქვეყანაში, რომელმაც ჰიტლერის არმია დაამარცხა, ნაცისტური დროშების ადგილი არ არის. 
12 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში ნეონაცისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი კონფედერტების გენერლის, რობერტ ედვარდ ლის ქანდაკების აღების გეგმას აპროტესტებდნენ. მსვლელობა შეტაკებაში გადაიზარდა. ულტრანაციონალისტები და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი, 30-ზე მეტი დაშავდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. FBI-მ გამოძიება დაიწყო.
13 აგვისტოს, ტრამპმა დაგმო შარლოტსვილში მომხდარი ძალადობა, მაგრამ არა ულტრამემარჯვენეები. ამერიკულმა პრესამ და საზოგადოების ნაწილმა მას მკაფიო შეფასებისკენ და იმის აღიარებისკენ მოწოდეს, რომ ქალაქში ნეონაცისტური და რასისტული დაჯგუფებების მარში ჩატარდა. 14 აგვისტოს, მან ახალი განცხადება გააკეთა და რასიზმი და ქსენოფობია დაგმო.