აქტუალური
საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული ა.ო. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
შეიარაღებული ბრალდებული თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზიას თავს დაესხა, ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს თბილისში დააკავეს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.