უცხოეთი
როუჰანი: ირანი ბირთული შეთანხმების შენარჩუნებისთვის იბრძოლებს

     საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმიირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ირანის ბირთულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმების შენარჩუნებაა. ამის შესახებ სააგენტო AFP წერს.
„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარი ამოცანაა ბირთული პროგრამის შეთანხმების პირობები დაიცვას და არ დაუშვას, რომ აშშ-მ და ჩვენმა სხვა მტრებმა თავის მიზანს მიაღწიონ,“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას.
15 აგვისტოს როუჰანიმ განაცხადა, რომ ამერიკული სანქციების გაფართოების შემთხვევაში, ირანმა შესაძლოა ბირთვული შეთანხმდება დატოვოს.
"სანქციების წარუმატებელმა ცდამ, ისინი (ამერიკელები) მოლაპარაკებების მაგიდასთან მოიყვანა. თუ მათ სურთ, რომ ასეთ მეთოდს დაუბრუნდნენ, არამც თუ რამდენიმე კვირასა და თვეში, არამედ რამდენიმე საათში დავუბრუნდებით ჩვენს ძველ სიტუაციას", - აცხადებს როუჰანი.
18 ივლისს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, სანქციები დაეკისრა ირანულ 18 ორგანიზაციასა და რამდენიმე ფიზიკურ პირს. სიაში, ადგილი კვლავ უჭირავს ისეთ დაჯგუფებებს, როგორებიც არიან: "ჰესბოლა" და "ჰამასი", "პალესტინის ისლამური ჯიჰადი", "საფრთხე ისრაელს და სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთს", და კიდევ სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ბაშარ ასადის ხელისუფლებასა და იემენში მეამბოხე ჰუსიტებს უჭერენ მხარს.
ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის შეთანხმება მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2015 წლის ივლისში შედგა - ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივად მოხსნის პირობა მიიღო.