საზოგადოება
ზუგდიდელ მაღალჩინოსნებს კერძო სკოლების გახსნა სურთ

zugdidis-skolaზუგდიდში საჯარო სკოლებიდან მოსწავლეების კერძო სკოლებში გადასვლის ტენდენცია შეიმჩნევა, ზუგდიდის ყველაზე დიდ, პირველ საჯარო სკოლაში თუ შარშან ოთხი მეთორმეტე კლასი არსებობდა, წელს მხოლოდ ერთი მეთორმეტე კლასია. მიიღებენ თუ არა კურსდამთავრებულები სკოლის დამთავრების ატესტატს. აი, ეს პრობლემა აწუხებთ მეთორმეტე კლასელებს, რადგან საჯარო სკოლებში არ ასწავლიან საატესტატო საგნებს. ამ მხრივ უკეთესი ვითარებაა კერძო სკოლებში, ამიტომაც მიუწევთ მოსწავლეებს იქეთკენ გული. ზუგდიდში სულ სამი სრული კერძო სკოლაა და ის მსურველებს ვერ აუდის, რადგან მოსწავლეთა მიღება იქაც შეზღუდულია.

აქედან გამომდინარე ბევრ ზუგდიდელ მაღალჩინოსანს გაუჩნდა კერძო სკოლების გახსნის სურვილი. მაგრამ ახალი სკოლების გახსნა მთელ რიგ მოთხოვნებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება ახალი სკოლების გახსნა.

ზუგდიდის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ საჯარო სკოლებს ვერც მანდატურებმა უშველეს, რადგან სკოლის ხელმძღვანელობამ და მანდატურებმა გამონახეს საერთო ენა და ძველებური შემართებით აღარ იწერება ოქმები.