აქტუალური
ბიზნესპროცესების აუთსორსინგის კუთხით საქართველო მიმზიდველი ლოკაცია ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის

    საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ბოლო 1 წლის განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო ცნობილმა კომპანიამ სერვისების აუთსორსინგის კუთხით საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.  ერთ-ერთი მათგანია გერმანული კომპანია Arvato Bertelsmann. ამ ეტაპზე კომპანიამ 150 ადამიანი დაასაქმა, რომლებიც ევროპის ქვეყნებს სხვადასხვა სახის მომსახურებას აწვდიან,  მათ შორის, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, ელექტრონული ვაჭრობისა და ფინანსების მიმართულებით. უახლოეს მომავალში კომპანია დამატებით 150 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს.
კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც  საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიცია გააკეთა, გახლავთ Base4, რომელიც საქართველოდან არქიტექტურული და საინჟინრო სერვისების აუთსორსინგს იწყებს. კომპანია, სადაც 50 ადამიანი დასაქმდება, საქართველოში ქართველი არქიტექტორების დახმარებით შექმნის არქიტექტურულ და საინჟინრო პროექტებს ისეთი მაღალი კლასის სასტუმროების ქსელებისთვის, როგორებიცაა: Hilton Hotels & Resorts, Hyatt Hotels Corporation, Marriott Hotel და .