პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთის მთავრობამ სასაზღვრო ზონიდან შვიდი სოფელი გაიყვანა - სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადება

    საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. „სამხრეთ ოსეთის მთავრობამ სასაზღვრო ზონიდან ზნაურის რაიონის ხუთ და ახალგორის რაიონის ორ სოფელგაიყვანა, იუწყება სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური“, - გადმოსცემენ სააგენტოები Sputnik და РЕС.
როგორც უწყებაში დააზუსტეს, 9 აგვისტოს მინისტრთა კაბინეტმა დადგენილება მიიღო.
„დადგენილებითრესპუბლიკის ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონის მოწყობისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის კეთილმოწყობის ღონისძიებების შესახებ“  სასაზღვრო ზონიდან გაყვანილი იქნებიან დასახლებული პუნქტები ბადათა, ბაკატიკაუ, ზიუათი, ფაზიკაუ, ძაგალკომი (ზნაურის რაიონი) და პავლიათა, ელოითა (ახალგორის რაიონი)“, - ნათქვამია სუკ-ის განცხადებაში.
დადგენილების თანახმად, იმ დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლებს, რომელთა ტერიტორიის ნაწილი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ 100-მეტრიან ზოლში მდებარეობს, აღნიშნულ ზოლში ყოფნა სასაზღვრო ორგანოების ნებართვის გარეშე შეუძლიათ. ცვლილება არ ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მათ ამ ზონაში შესვლა და გადაადგილება მხოლოდ ინდივიდუალური ან კოლექტიური საშვებით ან პირადობის დამადასტურებელი საბუთით შეუძლიათ.
აქვე აღნიშნულია, რომ მესაზღვრეებს უფლება აქვთ, უარი უთხრან სამხრეთ ოსეთის და უცხო ქვეყნის მოქალაქებს სასაზღვრო ზონაში გადაადგილებაზე ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი ღონისძიებების გატარების, აგრეთვე კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას.