უცხოეთი
ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ აშშ სირიას დატოვებს

    საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმიაშშ სირიას დატოვებს მას შემდეგ, რაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხდება. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა.
კითხვაზე, დარჩება თუ არა აშშ ახლო აღმოსავლეთში „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების შემდეგ, ნოიერტმა უპასუხა -„ ეს ჩვენს გეგმებში არ შედის.“ მისივე თქმით, კოალიციის მთავარი მიზანი რაქის დაბრუნება იყო.
„ერაყი იქნება თუ სირია, ჩვენი მიზანია ისლამური სახელმწიფოს დამარცხება და სხვა არაფერი. აშშ-ის სურვილია, სირია სირიელებმა მართონ", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.  
„ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური დედაქალაქის რაქის შტურმი ივნისიდან მიმდინარეობს. ამ ქალაქის გათავისუფლება ანტიტერორისტული კოალიციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
2011 წლიდან სირიაში სამოქალაქო ომია, რომლის დროსაც ტერორისტული ორგანიზაცია  „ისლამური სახელმწიფო“ გაძლიერდა. საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის ხელმძღვანელობით სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ 2014 წლიდან იბრძვის.