საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან უკრაინელი ხალხის წინაშე აქვს პასუხისმგებლობები. ამის შესახებ მან BBC-ს რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
"მე უკრაინის გამოჩენილი და აქტიური პოლიტიკოსი ვარ. მე სწრაფად განვითარებადი პარტიის ლიდერი ვარ. ბევრი მხარდამჭერი მყავს უკარინაში და რაც მთავარია, მე დავპირდი უკრაინელებს, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ რეფორმებისთვის, რომლის სიმბოლო მე და ხალხი ვართ", - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს, რომ "უკრაინულ მხარესთან გაგზავნილია სამართლებრივი მიმართვები სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით".
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა 16 აგვისტოს უკრაინაში დაბრუნების თარიღი დაასახელა. ის აცხადებს, რომ პოლონეთიდან კიევში 10 სექტემბერს ჩავა.