პოლიტიკა
ტრაგიკომედია ფინალს უახლოვდება: თუ მე აღმოვჩნდები საქართველოში, ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას მოაშორებს! - სააკაშვილი

    საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. ძებნილი სისხლის სამართლის დამნაშავე, უპასპორტო მიშა სააკაშვილი, რომელიც 10 სექტემბერს უკრაინის საზღვრის გადაკვეთას აპირებს, facebook live-ის დროს აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პრანკერებთან „საუბრობს“ და აცხადებს, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება არ სურს.
აღმოჩნდა, რომ დავოსში იყო შეხვედრა პოროშენკოსთან, სადაც ჩემს გადაცემაზე ისაუბრეს, მაგრამ საქართველომ უარი თქვა. შემდეგ პოროშენკო მეორედ ჩავიდა თითქოს სტრატეგიული თანამშრომლობის დასამყარებლად, მაგრამ კვლავ სააკაშვილზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ ისევ უარი თქვა, ამბობენ, რომ არ გვინდა მისი დაბრუნება და რომ უკეთ ცხოვრობენ.
ყველა ოლიგარქი ჩემს გარეშე კარგად ცხოვრობს. ვფიქრობ, რომ თუ პოროშენკო შეეცდება საქართველოსათვის ჩემს გადაცემას, ეს შეუძლია, მაგრამ ეს იგივე იქნება, რომ რუსეთს გადამცეს, რადგან ივანიშვილი - ეს არის რუსეთი. თავის დროზე პუტინმა 2 მილიარდი დოლარი მისცა და ღიად თქვა ტელევიზიით, რომ საქართველოში მოვიდოდა ახალი ხელისუფლება და სააკაშვილს გაასამართლებდნენ. ის არისგაზპრომისუმსხვილესი აქციონერი. თუ ივანიშვილს გადამცემენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს გადამცემენ, მაგრამ თუ მე აღმოვჩნდები საქართველოში, ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას მოაშორებს. მალე ვიქნები თავისუფალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარს ვიტყვი ჩემს უფლებაზე, ჩემს უკრაინელებთან ერთად წესრიგი დავამყარო უკრაინაში, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.