აქტუალური
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წელს 2 მილიარდ ლარს გადააჭარბებს

    საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წელს, სავარაუდოდ, 2 მილიარდ 100 მილიონი ლარი იქნება. ამის შესახებ პირველ არხს ზურაბ ალავიძემ განუცხადა. ინფრასტრუქტურის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ეს თანხა, შესაძლოა, ზრდის მიმართულებით დაზუსტდეს.
ალავიძის ინფორმაციითვე, 2019 წლიდან ინფრასტრუქტურის კუთხით ხარჯები უფრო გაიზრდება და 3 მილიარდ ლარს მიაღწევს. შედარებისთვის, 2016 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიარდ 260 მილიონი ლარია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამშენებლო აქტივობის გაზრდას 2018 წლის მეორე კვარტლიდან ვარაუდობენ.