აქტუალური
ანაკლიამდე ახალი გზის და რკინიგზის მშენებლობა 2018 წელს უნდა დაიწყოს

    საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. “ანაკლიამდე ახალი გზის და სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2018 წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს”, - ამის შესახებ პირველ არხს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა. შესაბამისი ვალდებულება სახელმწიფოს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით აქვს. ალავიძის ინფორმაციით, აქტიურ ფაზაშია შესაბამისი პროექტების შემუშავება.
იგეგმება 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა. რკინიგზის ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე შარშან აცხადებდა, რომ პროექტის ღირებულება 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას ანაკლიის განვითარების კონსორციუმიწლის ბოლოს გეგმავს. სამუშაოს პირველი ეტაპი 2020 წელს უნდა დასრულდეს.