სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

    საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული .. გარდაბნის რაიონში, .. ზოოვეტის დასახლებაში დააკავეს.
დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 44 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.