საზოგადოება
საქინფორმი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ვალერი ჩხეიძე

     საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. 69 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, სასაზღვრო ჯარების სარდალი, საქართველოს უშიშროების მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ჩხეიძე.
ვალერი ჩხეიძე 1947 წელს ბაღდათის რაიონის სოფელ ქვედა დიმში დაიბადა. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, 1976 წელს უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსები, ხოლო 1984 წელს მოსკოვში - უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა. 1975-1982 წლებში ვალერი ჩხეიძე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1984-1987 წლებში იმყოფებოდა ავღანეთში სპეციალური დავალებით; 1992 წელს დაინიშნა უშიშროების მინისტრის მოადგილედ; 1992-1993 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე.
1993-1994 წლებში ვალერი ჩხეიძე იყო სასაზღვრო ჯარების სარდალი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
1994-2004 წლებში ის იყო საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე; საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი.
საქართველომ დაკარგა დიდი პატრიოტი და პროფესიონალი, მეგობრებმა - ერთგული მეგობარი, ხოლო ოჯახმა - მოსიყვარულე და ბრძენი მამა და ბაბუა.
„საქინფორმი“ გულწრფელად თანაუგრძნობს მეგობრებს, კოლეგებს, ოჯახს და ყველას, ვინც ამ არაჩვეულებრივ ადამიანს იცნობდა.
პანაშვიდები - პარასკევს და შაბათს, 18 და 19 აგვისტოსს, მისამართი: ლენინგრადის ქუჩა 7
გამოსვენება - კვირას, 20 აგვისტოს, ქაშუეთის ეკლესიიდან.