საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი წარადგინა, რომელსაც ნინო ბურჯანაძე „ვიწრო პარტიული ინტერესებით“ მოქმედების გამო აკრიტიკებს:
“ირმა ინაშვილის კანდიდატურას ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. ის არ მოიქცა ლამაზად. სამწუხაროა, რომ "პატრიოტთა ალიანსმა" არაფერი გააკეთა ოპოზიციური ერთობისთვის. მათ თავიანთ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ვერ გადააბიჯეს", - განმარტავს ბურჯანაძე.
“იყო, უბრალოდ, შეთავაზება, რომ ოპოზიციას დაესახელებინა საერთო კანდიდატი, მაგრამ ამ ინიციატივიდან არ გამოდნა რაიმე საინტერესო. ყველა პარტიას აქვს მისი გეზი, მისი სტრატეგია, მისი ამოცანები. მე არავის ვასწავლი ჭკუას, როგორ იმოქმედონ და მეც ნურავინ მასწავლის ჭკუას, როგორ ვიმოქმედო“, - განაცხადა პასუხად ინაშვილმა.