საზოგადოება
თბილისის ბიუჯეტი 1 465 200 ლარით იზრდება

    საქართველო. 17 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის საკრებულო დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებას განიხილავს. პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი 1 465 200 ლარით იზრდება, საიდანაც 500 000 ლარი მერის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება და 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა მეორე კატეგორიას მოხმარდება. დანარჩენი თანხა კი გამგეობებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გადანაწილდება.
ცნობილია, რომ ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. მათი განცხადებით, "ქართული ოცნება" ადმინისტრაციულ რესურსს წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს.