პოლიტიკა
საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. აუდიოჩანაწერზე, სადაც რუსი პრანკერი, სავარაუდოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ესაუბრება, კომენტარი გააკეთა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პროვოკაციულ, ანონიმურად და უკანონოდ მოპოვებულ ინფორმაციაზე რეაგირება არასწორია.
"ინფორმაციაზე, რომელიც არის მიღებული ანონიმური წყაროებით, პროვოკაციის სახით, ფარული უკანონო მიყურადების საშუალებით, რომელიც არ არის, ასე ვთქვათ, კანონიერად მიღებული, ამ თემებზე რეაგირება მიმაჩნია არასწორად. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა შევძლოთ, რომ ამ ტიპის ინფორმაციაზე ვთქვათ უარი, ამ ტიპის ინფორმაციის განხილვასა და ჩაღმავებაზე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.