უცხოეთი
აშშ-მა ჩრდილოეთ კორეაში უკრაინული სარაკეტო ძრავების მოხვედრაზე კომენტარი გააკეთა

    საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს უკრაინული სარაკეტო ძრავების ჩრდილოეთ კორეისთვის მიწოდებასთან დაკავშირებულ ცნობებს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით ამ ინფორმაციის შესახებ. ამ საკითხს ჩვენ ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ, თუკი მსგავსი შემთხვევა მართლაც იყო", - თქვა მან.
"წარსულში, როგორც მე ვიცი, უკრაინამ აღკვეთა სერიოზული მასალების მიწოდება იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს... ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს დაზვერვის ცნობებზე. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინას აქვს გაუვრცელებლობის სფეროში ძალისხმევის ძალიან სანდო ისტორია, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში", - აღნიშნა ნოიერტმა.
14 აგვისტოს, The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლებიც ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეამ გამოსაცადა, ამერიკულმა დაზვერვამ უკრაინულ ქარხანა "იუჟმაშზე" დამზადებული ძრავები აღმოაჩინა. 
უკრაინულმა კორპორაცია "იუჟმაშმა" ცნობას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ რაკეტებს ძრავებით უკრაინა ამარაგებს, აბსურდული უწოდა.