რელიგია
ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრავალი მილოცვა მიიღო

    საქართველო. 17 აგვისტო, საქინფორმი.
მსოფლიო პატრიარქი ბართოლომე
უნეტარესო ძმაო,
ჩვენო უნეტარესო ძმაო, უფლისმიერი სიხარულით აღვსილნი, ყველა წმინდა ძმასთან ერთად ჩვენც გილოცავთ უდიდეს და მრავალწლიან მოღვაწეობას საქართველოს ეკლესიაში მას შემდეგ რაც გახდით ამ წმინდა ეკლესიის საჭეთმპყორბელი. განსაკუთრებით დიდ სიხარულით გიკავშირდებით მსოფლიო საპარიარქოდან და პირადად გილოცავთ თქვენი მფარველი წმინდანის დღესასწაულს და შევთხოვთ უფალს მოგცეთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, როგორც თქვენი უდიდესი შრომის საზღაური ჩვენი წმინდა მართმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ, უფლის ერის ხსნისათვის და მისი წმინდა სახელის სადიდებლად.
გეხვევით ჩვენო უნეტარესო ძმაო, აღვსილნი სადღესასწაულო განწყობით, ძმური სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით თქვენი პიროვნებისა და თქვენი  საქმეების მიმართ.
თქვენი დიდად მოყვარული და თქვენი სამსახურისათვის მუდამ მზად მყოფი,
კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი.
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე
უნეტაროსო და უწმიდესო სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქო, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტესმიერ  უსაყვარლესო ძმაო და თანამწირველო ბატონო ილია,
ძმური სიყვარულით გეხვევით და გაცნობებთ, რომ განსაკუთრებულად მოხარულნი ვართ  ჩვენთვის ესრეთ უსაყვარლეს  უნეტარესობასთან კონტაქტით და სიხარულით გვინდა მოგილოცოთ თქვენი მფარველი წმინდანის სახელობის დღესასწაული, გვინდა გისურვოთ რომ გაგაძლიეროთ უფალმა თქვენს დიდად საპასუხისმგებლო და ღვთივსათნო საქმიანობაში საქართველოს წმინდა ეკლესიის სამწყსოს ხსნისათვის და წმინდა სამების სადიდებლად.
გეხვევით უფლისმერი წმინდა სიყვარულით აღვსილნი და გითვლით მოკითხვას უფლის წმინდა მაცოცხლებელი საფლავიდან.
თქვენი ქრისესმიერი  ძმა,
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო და თანამწირველო!
გულითადად გილოცავთ თქვენი მოსახელე წმინდანის ხსენების დღეს!
უფლის დიდების მოშურნეობაში თქვენ მუდამ ესწრაფვით, ემსგავსოთ თქვენს ზეციურ მფარველ წმინდანს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლური მსახურების მრავალი წლის განმავლობაში თქვენ მოიხვეჭეთ ღრმა პატივისცემა და სიყვარული სასულიერო და საერო დასისა, რომელთაც აძლევთ მაგალითს სწორი მოძღვრებისა სარწმუნოებითა და სიყუარულით ქრისტე იესუჲსითა (2 ტიმ. 1, 13 ).
უფლის წმინდა წინასწარმეტყველ ილიას ლოცვით, მაცხოვარმა თავისი მადლით განამტკიცოს თქვენში სულიერი და ხორციელი ძალები; გისურვებთ ყოვლადბრძენი შემოქმედის შეწევნას თქვენი შემდგომი საჭეთმყრობლური მოღვაწეობისთვის.
უფლისმიერი ძმური სიყვარულით,

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე
ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
უფლისმიერო საყვარელო ქრისტესმიერო ძმაო და თანამოღვაწევ,
ღმერთი სიყვარულისა ჩვენ თანა!
მთელი გულითა და სულით გილოცავთ თქვენი ზეციური მფარველის – წმ. ელია წინასწარმეტყველის დღეს!
ლოცვით შევთხოვთ უფალს მისი შუამდგომლობით მოგცეთ ღმერთმა ურყევი ჯანმრთელობა, ხანგრძლივი სიცოცხლე, სულიერი სიმტკიცე და წარმატება თქვენს მაღალ საპასუხისმგებლო სამწყემსმთავრო მსახურებაში თქვენი წმინდა ეკლესიის, ღვთისმოყვარე სამწყსოსა და წმინდა მართლამადიდებლობის საკეთილდღეოდ.
მრავალჟამიერ თქვენ, წმინდა მეუფეო!
ძმური ქრისტესმიერი სიყვარულით,
ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე
პაპი ფრანცისკე
თქვენი ზეციური მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის, ილიას ხსენების დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიხარულითა და სულიერი სიახლოვის განცდით ვუძღვნი თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას ჩემს საუკეთესო, გულითად სურვილებს. არ მავიწყდება ჩვენი ორმხრივი პირობა ერთურთისათვის ლოცვისა, რომელიც გასულ წელს, თქვენს უძვირფასეს ქვეყანაში ჩვენი დაუვიწყარი შეხვედრისას ერთმანეთს აღვუთქვით. გარწმუნებთ რომ, პირნათლად ვასრულებ ამ დანაპირებს, განსაკუთრებით ამ საიუბილეო წელს, როცა საქართველოს ეკლესია ზეიმობს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრების მეორმოცე და დაბადებიდან ოთხმოცდამეხუთე, ასევე ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მეასე წლისთავს.
შევთხოვ უფალს, რომ კვლავაც უხვად მოჰმადლოს თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენს პატრიარქულ მსახურებას, წყალობა და მფარველობა არ მოაკლოს თქვენი მამობრივი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ყველა ადამიანს. დაე, კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა წმინდანის, ელიას მეოხებით კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ერთობა იესო ქრისტეში, უფლისეულო ძმაო; მსურს კვლავაც გამოვხატო თქვენდამი ღრმა სულიერი სიახლოვის გრძნობა და გიძღვნათ ძმური მშვიდობის ამბორი.
პაპი ფრანცისკე
სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოსი იერონიმე II
უნეტაროსო და უწმიდესო სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქო, ქრისტესმიერო უსაყვარლესო ძმაო და თანამწირველო ბატონო ილია, ძმური სიყვარულით გეხვევით და მოგესალმებით.
მოახლოვდა დიდი წმიდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის ხსენების დღე რომელიცაა „ანგელოზი მიწისა და ადამიანი ცისა“, ყოველთა შემსმენელი „მფარველი და მკურნალი ქრისტეს ერის სულებისა და სხეულებისა“; – როგორც ამბობს ჩვენი მართმადიდებელი ეკლესიის ჰიმნოლოგი.
ავღნიშნავთ რა მისი ხსენების დღეს, განვადიდებთ მას და შევთხოვთ მეოხებას უფალთან; ამ დროს ჩვენი გული და გონება მოდის თქვენს უნეტარესობასთან,  რადგანაც ამ უსათნოეს დღეს არის თქვენი წმინდანის სახელობის დღე, ამიტომ ჩვენი სინოდის აღნიშნული წერილით გვინდა გამოგიგზავნოთ მხურვალე მოლოცვები, ისევე როგორც პირადად ჩემი მხრიდან, ასევე ჩვენი წმინდა სინოდისა  და ასევე სრულიად საბერძნეთს წმინდა ეკლესიის სამწყსოს მხრიდან.
მადლობას მოვახსენებთ უფალს რათა გაგვხადა ღირსნი, ვიყოთ საქართველოს წმინდა ეკლესიის  მწყემსთავრის, თქვენი უნეტარესობის ძმობილი, რომელსაც წელს შეგისრულდათ აღსაყდრებიდან ორმოცი წელი. მთელი გულით გისურვებთ რომ უფალმა დაგიცვათ და ურყევად და უშფოთველად გაგიხანგრძლივოთ თქვენი სიცოცხლის დღეები, რათა მწყემსოთ უფლის მიერ მონდობილი სამწყსო და სიბრძნითა და მოწყალებით მართოთ თქვენი წმინდა ეკლესიის  კარვის საჭე, ისე როგორც ამას აკეთებდით დღემდე, წმინდა სამების სადიდებლად და წმინდა მართმადიდებელი ეკლესიის საკეთილდღეოდ.
გეხვევით ჩვენო უსაყვარლესო ძმაო აღვსილნი სადღესასწაულო განწყობითა და უფლისმიერი სიყვარულით.
თქვენი ქრისტესმიერი ძმა,
სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოსი იერონიმე მეორე.
საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი
თქვენო უნეტარესობავ,
ვსარგებლობთ რა თქვენი მფარველი წმინდანის დღესასწაულის დღით, გისურვებთ უფლისგან დალოცვილ მრავალჟამიერ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რათა დაუღალავად ემსახუროთ უფლის ერს და განადიდოთ მისი სახელი.
უდიდესი პატივისცემით,

საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი
ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვა ანგელოზის დღესთან დაკავშირებით.
მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურობით თქვენ დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭეთ მართლმადიდებლურ სამყაროში. სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიათა მეთაურები, მღვდელმთავრები და მოძღვრები პატივს მიაგებენ თქვენს საწინამძღვრო მსახურებას და თქვენს ძალისხმევას ქრისტიანთა შორის ძმური ურთიერთობის განმტკიცების საქმეში. თქვენი ზეციური მფარველის, წინასწარმეტყველი ილიას მსგავსად, თქვენ განამტკიცებთ რწმენასა და სასოებაში ღვთის სამწყსოს, რომელიც თქვენში კეთილ მწყემს ხედავს:  მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს (იოან. 10, 11), ზრუნავს თავისი სამწყსოსთვის და უყვარს იგი.
ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას სულიერი და ხორციელი ძალების სიმტკიცეს და ღვთის მადლმოსილ დაულეველ შეწევნას თქვენს მსახურებაში საქართველოს ეკლესიისა და ხალხის  საკეთილდღეოდ. უფლისმიერი მოკრძალებული სიყვარულით,
მოსკოვის საპატრიარქოს  საგარეო განყოფილების თავმჯდომარე,
ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი
თეატირონისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი
 უნეტარესო მეოფეო,
გთხოვთ მიიღოთ ჩემი მხურვალე მილოცვა და ძმური სურვილები თქვენი წმინდანის დღესასწაულთან დაკავშირებით. როგორც ჰიმნოგრაფი ამბობს: „პატივს მივაგებთ უფლის განმადიდებელ წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელს, ზილოტს და ბრწყინვალეს, მან ზეციური ენით რკინა გამოჭედა, და მიწა გაანაყოფიერა“. მისი სახით თქვენ გყავთ მეგობარი და მუდმივი შუამავალი წმინდა სამების ტახტთან.
მეც ვიზიარებ თქვენს სიხარულს, ვლოცულობ თქვენი ჯანმრთელობისთვის და ბედნიერებისათვის. უფლისმიერი სიყვარულითა და პატივისცემით.
გისურვებთ მრავალ, ბედნიერ და დალოცვილ წელს, შეგეწიოთ წმინდა ილია თეზბიტელი, რომლის პატივცემულ და წინასწერმეტყველურ სახელსაც ატარებთ. პატივისცემითა და სიყვარულით,
თეატირონისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი
კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვას მიტროპოლიტი ვლადიმერი
თქვენო უწმინდესობავ,
ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო და თანამწირველო!
სულიერი სიხარულით აღვსილი გულწრფელად გილოცოთ თქვენი ზეციური მფარველის ხსენების დღეს.
ამ საზეიმო დღეს და თქვენი ცხოვრების ყველა შემდგომ დღეს გისურვებთ უდიდეს სიხარულს და სულიერ ნუგეშს.
იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესუ ქრისტესა ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით.
უფლისმიერი ძეობრივი სიყვარულით,
კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვას
მიტროპოლიტი ვლადიმერი

ვილენისა და ლიტვის მიტროპოლიტი ინოკენტი
თქვენო უწმინდესობავ!
მოკრძალებით გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი და გულითადი მილოცვა თქვენი მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით! ამ ღირშესანიშნავ დღეს ჩვენ განსაკუთრებული სიხარულით აღვავლენთ სამადლობელ ლოცვებს უფლისადმი და შევთხოვთ მაცხოვარს, გიბოძოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და დაულეველი უფლისმიერი სიხარული. დაე, ღვთის მადლი, მისი ყოვლადძლიერი შეწევნა და მისი უსაზღვრო წყალობა მუდამ თან სდევდეს თქვენს მრავალმხრივ მძიმე მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და კურთხეული საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ, კეთილად წარემართებოდეთ!
უფლისმიერი მოკრძალებული სიყვარულით,
ვილენისა და ლიტვის მიტროპოლიტი ინოკენტი