საზოგადოება
2017 წელს საქართველოში თავშესაფარი 379-მა უცხოელმა ითხოვა

    საქართველო. 17 აგვისტო, საქინფორმი. 2017 წლის ექვს თვეში საქართველოს თავშესაფრის თხოვნით უცხო ქვეყნის 379-მა მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.
თავშესაფრის მაძიებელთა შორის არიან ერაყის (67), თურქეთის (41), ეგვიპტის (40), ირანის (38), ინდოეთის (24) და რუსეთის (22) მოქალაქეები.
მათგან 169- საქართველომ თაფშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა, 121 შემთხვევაში საქმე პირადი განცხადების საფუძველზე შეწყდა, 46-მა აპლიკანტმა კი თავშესაფარი მოიპოვა, აქედან 24-მა - ლტოლვილის, 22-მა კი ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო.