პუბლიკაციები
გიორგი მარგველაშვილი: ყველა მოქალაქე პოლიტიკოსია, იმიტომ რომ ნებისმიერი ხელისუფლება ხორციელდება თანამოქალაქეების გადაწყვეტილების ხარჯზე

    საქართველო. 17 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაზალეთის საზაფხულო სკოლაში სტუდენტებსა და უფროსკლასელებს პროექტი წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთადგააცნო.
გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებსა და უფროსკლასელებთან საუბრისას ყურადღება კონსტიტუციის ძირითად ღირებულებებსა და მათი დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა. ასევე, საუბარი შეეხო საკონსტიტუციო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
დემოკრატიული საზოგადოების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა მოქალაქე პოლიტიკოსია, იმიტომ რომ ნებისმიერი ხელისუფლება მოდის და ხორციელდება თქვენი და თქვენი თანატოლების, თანამოქალაქეების გადაწყვეტილების ხარჯზე, როცა ჩვენ ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში, ძალიან ცოტა ბედავდა, რომ განსხვავებულად ეაზროვნა იმიტომ, რომ ის იყო ტოტალიტარული სახელმწიფო. დღეს თქვენ ცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, და არ არსებობს მოქალაქე, რომელიც არ არის პოლიტიკოსი, რომელიც არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. თითოეული ის ადამიანი, ვისაც თქვენ დაელაპარაკებით და ვინც თქვენ გეტყვით, რომ მე კონსტიტუცია არ მაინტერესებს, რეალურად უარს ამბობს იმაზე, ვინც თვითონ არის, საქართველოს მოქალაქეობაზე, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტში მონაწილეობთ, რომ ამ ძალიან ამაღელვებელ და მნიშვნელოვან ფრაზასჩვენ საქართველოს მოქალაქენი„ რეალობად აქცევთ, ეს არის ის თავისუფალი გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ ახორციელებთ”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტს საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა კითხვებიც დაუსვეს, ახალგაზრდების ინტერესი მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმასაც უკავშირდებოდა. სტუდენტები დაინტერესდნენ, მისაღებია თუ არა ქვეყნის პირველი პირისთვის ცვლილებების შინაარსი და განხორციელების ფორმა.
არ ვეთანხმები პროცესს, ეს კონსტიტუცია თითოეული ჩვენგანისაა და ის ფორმა, რაც ამ პროცესმა მიიღო, მიუღებელია. ჯერ ჩაკეტილ კარს მიღმა მუშაობა, მერე რა, რომ ამ ჩაკეტილ კარს მიღმა ჭკვიანი იურისტები და კონსტიტუციონალისტები მუშაობდნენ. კონსტიტუცია ხომ თითოეული მოქალაქისაა. ღმერთმა მე მომცა თავისუფლება და არა ვიღაც კონსტიტუციონალისტს. შესაბამისად, ის ჩემს თავისუფლებაზე რომ ლაპარაკობს და მთავარ დოკუმენტს წერს, მეც უნდა ჩამრთოს ამ პროცესში. მერე უცებ მოხდა ამ კონსტიტუციის გამოტანა და ორი მოსმენით უსწრაფესად მიღება. ორი მოსმენით მგონი, მოსესაც კი არ მიუღია ათი მცნება, რომლითაც დღეს ვცხოვრობთ”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო დროს კონსტიტუციასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები პოკერის თამაშს ჰგავს. ამ ბოლო დროს ეს პროცესი პოკერის თამაშივით არის. ერთმანეთს უცხადებენ რაღაცეებს. ეს ყველაფერი კი ისე მიდის, რომ საზოგადოება კვლავ არაა ჩართული. ახალი გამოცხადებაა ბუნებრივი ბარიერი თუ რაღაც ასეთი. საჭიროა ღია, ჩართული პროცესი. ეს პროცესი კი ყველაზე მეტად არ მომწონს. ასევე, არ მომწონს ბონუსის სისტემა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ბაზალეთის საზაფხულო სკოლა პროექტის ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი ფარგლებში ფუნქციონირებს, რომელსაც მოძრაობა ინიციატივაახორციელებს. ფინანსურ მხარდაჭერას კი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უწევს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი.