საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. სოფელი ფონიჭალა თბილისის გარეუბნად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან, პრაქტიკულად, დედაქალაქის ფარგლებში მდებარეობს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან, ამ სოფლის სახელი ნარკოვაჭრებთან და ხმაურიან სპეცოპერაციებთან ასოცირდება. იგივე გაგრძელდა ახალი ხელისუფლების პირობებში - არ გასულა 2 დღე სპეცოპერაციიდან, რომლის შედეგად ორი ძმა - ნარკორეალიზატორი დააკავეს, რომ ახალი დაკავებების სერია ჩატარდა!
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ე.ჯ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ე.ჯ-ს მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.
დანარჩენ სპეცოპერაციებზე. რომლებიც წარმატებით დასრულდა, "საქინფორმი" ხვალ. 17 აგვისტოს შეგატყობინებთ.