პოლიტიკა
თხუთმეტმა ღიად თუ ფარულად ნაციონალ-მიშისტურმა ოპოზიციურმა ორგანიზაციამ ერთობა "ახალი საქართველო" დააფუძნა

    საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმიერთობა "ახალი საქართველო" - ამ სახელწოდებით საქართველოში ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღია პლატფორმა ჩამოყალიბდა. 15-მა სუბიექტმა, რომელთა შორის არიან პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოებრივად აქტიური პირები, საჯაროდ განაცხადეს ერთობის დაფუძნება და ყველა დაინტერესებულ ადამიანს გაერთიანებისკენ მოუწოდეს.
"გაერთიანება უნდა მოხდეს ძლიერი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს იდეის გარშემო! ამ გაერთიანებით იქმნება სრულიად განსხვავებულ პრინციპებზე დაფუძნებული ერთობა, სადაც მოქალაქეებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შეეძლებათ გაერთიანდნენ ჯანსაღი იდეის გარშემო. ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა გაერთიანებაა. მიზანი მხოლოდ ერთობითა და თანადგომით მიიღწევა!",განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ღონისძიებაზე ერთობაში შემავალმა სუბიექტებმა, რომლებსაც "საქინფორმი" კონკრეტულად მოგვიანებით დაასახელებს, კიდევ ერთხელ მოუწოდეს ოპოზიციურ პროდასავლურ ძალებს, გაერთიანდნენ და პრაიმერის გზით გამოავლინონ მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის ერთიანი კანდიდატები.