უცხოეთი
ანგელა მერკელს წინასაარჩევნო შეხვედრისას სიტყვა შეძახილებითა და სტვენით შეაწყვეტინეს

    საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უხერხულ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. გერმანიის კანცლერი ერთ-ერთ ქალაქში წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა, რა დროსაც ადგილზე ოპოზიციური პარტიის "საიმიგრაციო ალტერნატივა გერმანიისთვის" მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
აქტივისტებმა, რომლებიც საიმიგრაციო წესების გადახედვას მოითხოვენ, ანგელა მერკელი სიცრუეში დაადანაშაულეს და მას შეძახილებითა და სტვენით სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. ოპოზიციის მომხრეებმა გერმანიის მოსახლეობას არჩევნებზე კანცლერის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდეს.
საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 24 სექტემბერს გაიმართება. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ანგელა მერკელის "კონსერვატიული პარტია" ხმების უმრავლესობას მოიპოვებს.
პარლამენტში პოლიტიკური მოძრაობა "საიმიგრაციო ალტერნატივა გერმანიისთვისაც" შევა, რომელსაც კვლევების თანახმად, 9 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.