აქტუალური
მოდელირებული ქრონიკა ყურადღების გადასატანად! - გია ვოლსკი

    საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. პრანკერების ბობანისა და ლექსუსის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი მოდელირებულს უწოდებს და ამბობს, რომ აუდიოჩანაწერი სააკაშვილის ირგვლივ არსებული უხერხული მდგომარეობის გადასაფარავა იქნა გავრცელებული.
„ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც სააკაშვილი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში იქნება ჩაყენებული, მოიძებნება ასეთივე მოდელირებული ქრონიკა, ჩანაწერი ან რაიმე სხვა თემა, რომელზეც ყურადღების გადატანას შეეცდებიან. ეს არის მოსალოდნელი და, რასაკვირველია, ამ გადაფარვის საშუალება, წინაპირობა არ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.