საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. ვაპირებ უკრაინის საზღვრის ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს გავლით გადაკვეთას- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "ტელეარხ 24"-თან საუბარში. მისი თქმით, მას პასუხისმგებლობა აქვს აღებული უკრაინელების დაცვაზე და მისი უახლოესი გეგმებიც უკრაინას უკავშირდება.
"ჩემი ნივთები უკრაინაშია. ჩემი მეგობრებისა და იმ პარტიის წევრთა უმრავლესობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, უკრაინაში არიან. ორ დღეში დავასახელებ უკრაინაში დაბრუნების კონკრეტულ თარიღს. მე ავიღე უკრაინელების დაცვაზე პასუხისმგებლობა. ეს პოროშენკოს და ოლიგარქებს არ სურთ. მე მათი არ მეშინია. ვსაუბრობ ევროპულ მედიასთან. მაქვს შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსებთან. მათ მოვუწოდებ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მხარდაჭერისკენ. ჩემი უახლოესი გეგმები უკრაინას უკავშირდება. უკრაინა ოლიგარქებისგან უნდა გავათავისუფლო-,” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.