აქტუალური
საქსტატი: 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0,1%-ით გაიზარდა

    საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმისაქსტატის ინფორმაციით,  2016 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0,1%-ით გაიზარდა და 1565.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მესამედი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა, რაც კომპანია BP-ს პროექტს - სამხრეთკავკასიური გაზსადენის გაფართოების სამუშაოს უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, აზერბაიჯანზე ინვესტიციების 35.6% მოდის (558 მილიონი აშშ დოლარი). მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც ინვესტიციებმა მთლიანი მოცულობის 13% შეადგინა (203.5 მლნ აშშ დოლარი). მესამე პოზიციაზეა გაერთიანებული სამეფო (118.8 მლნ აშშ დოლარი).
მსხვილ ინვესტორთა შორის მოხვდნენ ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, პანამა, ჩეხეთი, აშშ და ვირჯინიის კუნძულები.
ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის (671.9 მლნ აშშ დოლარი), მეორე ადგილზეა მშენებლობა (129.5 მლნ აშშ დოლარი), მესამეზე - საფინანსო სექტორი (129 მლნ აშშ დოლარი). დარგობრივ ხუთეულშია დამამუშავებელი მრეწველობა (124.5 მლნ აშშ დოლარი) და ენერგეტიკა (117.3 მლნ აშშ დოლარი).