სამართალი
საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ე.ი. რუსთავში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის
ჩხრეკისას 294 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ.
„ბიო“ ამოიღეს. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.