პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს იან კელისა და მის ახალ მოადგილეს ელიზაბეტ რუდს შეხვდა (ვიდეო)

    საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ რიჩარდ პენსის  საქართველოში ვიზიტის შედეგებზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს (ვიდეო იხ. აქ).
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.
ირაკლი კობახიძემ სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების სისტემაში როგორც განხორციელებულ, ასევე დაგეგმილ რეფორმებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო საშემოდგომო სესიაზე დაგეგმილი აქტივობები და ის კანონპროექტები, რომლებიც პარლამენტში განიხილება.
საუბარი შეეხო აგრეთვე დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, რომელიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ურთიერთთანამშრომლობით უახლოეს მომავალში უნდა დაიწეროს.
მხარეებმა მიმდინარე წელს პარლამენტის თავმჯდომარის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დაგეგმვის შესახებაც ისაუბრეს.