საზოგადოება
საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი დავით მიქიაშვილი მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჩაანაცვლა.
როგორც “რუსთავი 2”-ს შსს-ში განუცხადეს, სამინისტროში როტაცია განხორციელდა. რაც შეეხება დავით მიქიაშვილს, ის თეიმურაზ კუპატაძის ძველ თანამდებობას - მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტს ჩაიბარებს.