საზოგადოება
Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი პროვოკაციაა! - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი

    საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. "არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ვებსაშუალებით, მათ შორის უკრაინულივიკილიქსიდანგანხორციელებული არაერთი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობას. არც მაშინ და არც ახლა მსგავსი ტიპის პროვოკაციულ მოქმედებებზე არ მოგვიხდენია და არც ახლა მოვახდენთ რეაგირებას", - განაცხადა აბაშიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა არ უპასუხა კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა ამ ჩანაწერის გამო გამოძიება.