უცხოეთი
სააკაშვილი: ივანიშვილს ჩემი საქართველოში დაბრუნების ეშინია

    საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი.  საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. ამის შესახებ მან Faсebook -ზე დაწერა. "ივანიშვილს ჩემი საქართველოში დაბრუნების ეშინია, რადგან ქართველები, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი ცოდნა, იმისათვის, რომ ჩემი და ოლიგარქის მართველობა განასხვაოს, ჩემი თბილისში ჩამოსვლისთანავე წალეკავენ მათ", - წერს სააკაშვილი.
ამასთან სააკაშვილმა დასძინა, რომ ახლა საქმე უკრაინაში აქვს, სადაც ქვეყანას "მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან ათავისუფლებს".
სააკაშვილის პუბლიკაციას თან ახლავს აუდიოჩანაწერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსმა პრანკერებმა თითქოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან ჩაწერეს. შსს ამ ჩანაწერებს "აბსურდულს უწოდებს".
აღსანიშნავია, რომ მანამდე თავად სააკაშვილის ჩანაწერიც გამოქვეყნდა, სადაც მას ჰგონია, რომ პოროშენკოს ადმინისტრაციის წარმომადგენელს ესაუბრება და მასთან მოქალაქეობის დაბრუნების პირობებს განიხილავს.