სამართალი
საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული ლ.ა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 27 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.