უცხოეთი
საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ესტონეთში დისლოცირებული ნატოს სამხედროები გეგმიურ წვრთნებს გადიან. სწავლების ფარგლებში, ჯარისკაცები თანამედროვე ავიაციისთვის საბჭოთა კავშირის დროს აგებული მაგისტრალების ვარგისიანობას ამოწმებენ. ამ მიზნით, სამხედრო პილოტები ამერიკული მოიერიშეებით პირდაპირ საავტომობილო გზებზე ეშვებიან.
წვრთნები ტალინის აღმოსავლეთით, ქალაქ იაგალასა და კარევეტში მიმდინარეობს. სამხედრო მეთაურობის განცხადებით, სწავლებისთვის საგანგებოდ შეირჩა მაგისტრალები, რომლებსაც გზის ორივე მხარეს ტყეები მიუყვება, რადგან ამერიკელ პილოტებს მათთვის უჩვეულო რელიეფზე და ცუდი ხილვადობის პირობებში ფრენის უნარები დაეხვეწათ.