სამართალი
ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტზე სუს-ი განცხადება ავრცელებს

    საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს.
"ვადასტურებთ ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტს. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში", - ნათქვამია განცხადებაში.