აქტუალური
ალექსანდრეს ვაშლი - თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა, ბავშვებს კვირაში ერთხელ თითო ვაშლს ჩამოურიგებენ!

    საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა, შემოდგომიდან ვაშლის დარიგების კამპანია დაიწყება, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
"რთული და ძვირი პროექტია. მეორე მხრივ, ამ საკითხში რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. ამ პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ვაშლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი. ამის პარალელურად, ვაპირებთ დავიწყოთ კამპანია, რომ გამოატანონ მშობლებმა ბავშვს ვაშლები“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
ცნობისთვის: იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც კვირაში ერთხელ ვაშლი უნდა მიიღონ, 40 000-დან 60 000-მდე მერყეობს.