საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავისი კოლეგის ვლადიმერ პუტინის მადლიერია რუსეთში დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა რიცხვის შემცირებისთვის, რამეთუ ვაშინგტონი ხარჯების შეკვეცას ცდილობს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მას (პუტინს - რედ.), რადგან ჩვენ პერსონალზე ხარჯების შემცირებას ვცდილობთ. რაც შემეხება მე, ძალიან მოხარული ვარ, რომ მან ბევრი ადამიანი გაათავისუფლა, იმიტომ რომ ახლა ნაკლები შტატები გვაქვს. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ისინი (პერსონალი - რედ.) რუსეთში დაბრუნდნენ", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
მანამდე მოსკოვმა ამერიკის დიპლომატიური მისიის პერსონალის 455 ადამიანამდე შემცირება მოითხოვა და რუსეთში აშშ-ის საელჩოს სერებრიანი ბორში მდებარე აგარაკით და დოროჟნაიას ქუჩაზე მდებარე საწყობებით სარგებლობის უფლება ჩამოართვა. შემცირებაში ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის 755 თანამშრომელი მოყვება. ეს ზომები აშშ-ის მიერ რუსული დიპლომატიური საკუთრების ამოღების და კონგრესის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონის მიღების პასუხად გატარდა.