პოლიტიკა
სააკაშვილი „ექსკლუზიურ“ პოლიტიკურ წინასწარმეტყველებებს გასცემს იმ იმედით, რომ რომელიმე დასავლური სპეცსამსახური ისევ აიყვანს კმაყოფაზე! - ვიქტორ ვოდოლაცკი

    საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. „მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთს ბელორუსიის დაპყრობის გეგმები აქვს, ბოდვის გარდა, ვერაფერს უწოდებ, - მიაჩნია რფ-ის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ვიქტორ ვოდოლაცკის, - ეს პიარის მორიგი შესაძლებლობაა იმ იმედით, რომ რომელიმე დასავლური სპეცსამსახური მას ისევ აიყვანს კმაყოფაზე!“.
„ჩვენ ის ორად ორი სახელმწიფო ვართ, რომლებმაც საკავშირო სახელმწიფოს შესახებ ხელშეკრულება დავდეთ. ჩვენ უკვე დიდი ხანია, შეიარაღებული ძალების ერთობლივ ღონისძიებებს ვატარებთ, ჩვენსა და ბელორუსიის ზეცას ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები იცავენ“, - აღნიშნა ვოდოლაცკიმ.
მანამდე უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სააგენტო BNS-თან ინტერვიუში განაცხადა, ვითომდა რუსეთი ბელორუსიის დაპყრობას აპირებს რუსეთ-ბელორუსიის ერთობლივი სწავლება „დასავლეთის“ დროს, რომელიც 2017 წლის 14-20 სექტემბერს ბელორუსიის ტერიტორიაზე ჩატარდება.