სამართალი
საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1973 წელს დაბადებული ვ.ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გამთენიისას საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაცნობს - 1967 წელს დაბადებულ გ.პ-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ვ.ლ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.