უცხოეთი
ვაშინგტონის ცაზე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა (ვიდეო)

    საქართველო, 11 აგვისტო, საქიფნორმი. YouTube-ზე გამოჩნდა ვიდეო, სადაც რუსული სათვალთვალო თვითმფრინავი აშშ-ის დედაქალაქში, კაპიტოლიუმის თავზე დაფრინავს.
დაბალ სიმაღლეზე რუსულმა თვითმფრინავმა პენტაგონთან "ღია ცის შეთანხმების" საფუძველზე იფრინა. (ვიდეო იხ, აქ)
"ღია ცის შეთანხმებით" აშშ-ის, რუსეთის და სხვა სახელმწიფოების თვითმფრინავებს აქვთ უფლება სიმაღლიდან დააკვირდნენ 34 ქვეყნის სამხედრო ობიექტს, რომლებსაც აქვთ ხელი მოწერილი დოკუმენტზე.