უცხოეთი
დიდ ბრიტანეთში უკრაინელების მონებად გაყიდვას აპირებდნენ

    საქართველო, 11 აგვისტო, საქიფნორმი. ლიტვის სამართალდამცველმა ორგანოებმა დიდ ბრიტანეთში უკრაინელების გადაყვანის მცდელობა აღკვეთეს. ამის შესახებ რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურის ვებგვერდზე წერენ.
ტრეფიკინგის ქსელის აღმოჩენის ოპერაცია უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლიტვის სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობით შედგა.
ეჭვმიტანილები ლიტვის ერთი და უკრაინის ორი მოქალაქეა. შენობების დათვალიერების დროს, ეჭვმიტანილების სამალავში, აღმოაჩინეს 9 უკრაინელი, რომლის საზღვრიდან გაყვანას და მონად გაყიდვას აპირებდნენ. ბრიტანეთის National Crime Agency-მ განაცხადა, რომ სამეფოს ტერიტორიაზე ადამიანებით ვაჭრობა "გაცილებით უფრო გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა". მათი თქმით, ამჟამად ბრიტანული სპეცსამსახურები 300-მდე საქმეს იძიებენ, რომელიც მონობას ეხება "და ეს პროცესი ერთდროულად ბევრ ქალაქში ხდება".
სამართალდამცველების თქმით, ე.წ. თანამედროვე მონობის მსხვერპლი, შესაძლოა ყოველდღიურ კონტაქტში იყოს მოვაჭრესთან, მაგრამ ამის შესახებ ვერ ხვდებოდეს.