აქტუალური
სიტუაციის წინასწარ შემზადების გარეშე სტრასბურგში წასვლა სწორი არ იქნება - პარლამენტის თავმჯდომარე

    საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგში, ვენეციის კომისიაში წასვლა სწორი არ იქნება, თუ სიტუაცია წინასწარ არ იქნება შემზადებული: ფორმატთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები. რაც შეეხება ცვლილეებს, რომელიც უნდა შევიდეს კონსტიტუციაში, ჩვენ ამ ცვლილებებზე ველოდებით მოთხოვნებს ოპოზიციის მხრიდან. მათ უნდა გვითხრან თავიანთი ინიციატივები და ამის საფუძველზე შეიძლება ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბება. დოკუმენტი ჩვენი მხრიდან არის შემუშავებული, ორი მოსმენით მიღებულია, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათ უნდა წამოაყენონ თავიანთი მოთხოვნები, რათა შედგეს პროდუქტიული კონსულტაციები. ოპოზიციამ უნდა გვითხრას, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ცვლილებებს და რა შემთხვევაში - არა. იმედი გვაქვს, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს მოვისმენთ. ჯერ ასეთი მოთხოვნები არ მოგვისმენია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.