საქართველო. 11 აგვისტო, საქინფორმი. პროკურატურის დასკვნითი სიტყვით გაიხსნა სასამართლო სხდომა ე.წ. ციანიდის საქმეზე. მტკიცებულებების გამოკვლევა და ორივე მხარის მოწმეების გამოკითხვა დასრულებულია. “გამოვიკვლიეთ უტყუარი მტკიცებულებები, დავკითხეთ 100-ზე მეტი მოწმე, გამოვიკვლიეთ 10 ტომი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის აუდიო-ვიდეოჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები, დავკითხეთ ექსპერტები, ასევე აღდგენილი იქნა ექსპერტიზის შედეგად აუდიო-ვიდეოჩანაწერები და სხვადასხვა სახის დოკუმენტები. ეს გახლავთ უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა გათვალისწინებით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დავარწმუნეთ მოსამართლე გიორგი მამალაძის ბრალეულობაში და ვარწმუნებთ საზოგადოებასაც, რომ აუცილებლად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. გიორგი მამალაძე ცნობილი იქნება დამნაშავედ, როგორც ანგარებით მკვლელობის მომზადებაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვაში“, - განაცხადა პროკურორმა.